საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები
კომპანიის გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სირთულის საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების წარმატებულად წარმართვას;
ჩვენი უპირატესობები:
მაღალკვალიფიციურ ინჟინერთა გუნდი, რომლებიც გამოცდილების და განათლების წყალობით, ადვილად უმკლავდებიან ნებისმიერი სირთულის სამუშაოს;
ფინანსისტები, რომლებიც ეფეტურად მართავენ კომპანიის აქტივებს და რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მოქნილები სამუშაოების ფასთწარმოქმნის ნებისმიერ ეტაპზე;
გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც შევარჩიეთ უამრავ სხვა პრეტედენტს შორის დროთა განმავლობაში და რომლებმაც თავი გამოავლინეს როგორც ხარისხიანმა შემსრულებლებმა;
თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი ძიება, თანამედროვე სხვადასხვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების ქონა, რომლებიც გვეხმარება სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში;
კარგად ორგანიზებული ლოჯისტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი სამშენებლო მასალებით ნებისმიერი ობიექტის სწრაფ მომარაგებას;
შესრულებული რამდენიმე ობიექტის შესახებ:
1. შპს ”თბილბიტუმი”-სთვის, ბიტუმის სარეალიზაციო ბაზის ასაშენებლად საინჟინრო ტექნოლოგიების შეთავაზება, პროექტირება და მშენებლობა;
2. დეველოპერული კომპანია ”გრიინ ვილიჯი”-ს დაკვეთით თაუნ-ჰაუსების მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე;
3. შპს ”თი-ენის” დაკვეთით 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა ნუცუბიძის ქუჩაზე;
4. მაღაზია ”ლუქსორის” მშენებლობა-რემონტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე;
საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები
ჩვენ შევძელით რამდენიმე წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მოგვეძიებია ის ორგანიზაციული ფორმა სარემონტო სამუშაოების წარმოების, რომელიც ეხმარება დამკვეთს მაქსიმალურად ჩაურევლად აწარმოოს სარემონტო სამუშაოები;
სამუშაოების ორგანიზების მაღალი ხარისხი, კვალიფიციური სპეციალისტები, აწყობილი ლოჯისტიკა და წინასწარ მომზადებული დეტალური დიზაინის პროექტი, იძლევა სწრაფად და ხარისხიანად რემონტის დამთავრების გარანტიას;
ჩვენ შევძელით მოგვეძიებია კომპანიები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებად ვთვლით და რომლებიც გვაძლევენ სამშენებლო მასალების ხარისხის, ფასის და ასორტიმენტის არჩევის საშუალებას;
აღნიშნული ფაქტორი კი გვაძლევს საშუალებას დიზაინერი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და შემოგვთავაზოს საკმაოდ მრავალფეროვანი იდეები.
|